მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს არ არის ბოლო პანდემია, უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის“

“ეს არ არის ბოლო პანდემია, უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის“

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, Covid-19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება.

როგორც გუტერეში „ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით „ტვიტერზე“ წერს, მსოფლიო შემდეგი პანდემიებისთვის უნდა მოემზადოს.

“Covid-19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება. რამდენადაც ჩვენ ამჟამად ვპასუხობთ ჯანმრთელობის ამ კრიზისს, უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის. „ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღეს“, მოდით, ამ საკითხს მივაქციოთ ისეთი ყურადღება და მივცეთ ის ინვესტიცია, რასაც იმსახურებს“, – წერს ანტონიო გუტერეში.

კომენტარები