მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ მას და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი“

“ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ მას და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი“

2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორსა და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები, ახლა მაქსიმალურად შეეცდებოდა, რომ თბილისშიც გვენახა რუსული ტანკები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს ეს გეგმა ხელისუფლებამ ჩაუშალა.

“სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისთვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია. ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი, ბუნებრივია, იყო ხელისუფლების გადატრიალება, რაც ჩვენ საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს. ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან – გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად, უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით. ეს იყო ჩვენი ლოგიკური დასკვნები, ამას ბუნებრივია ინფორმაციებზე დაყრდნობით ვამბობთ. ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც ომის პარტიას ჩაეშალა. ამ მიზნით ჩამოვიდა ის საქართველოში. ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილი უკვე უნდა ჩართულიყო ომში. 2008 წელს მან საკუთარ მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორსა და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები, ახლა მაქსიმალურად შეეცდებოდა, რომ თბილისშიც გვენახა რუსული ტანკები. ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ მას, სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები