მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს დაემართა ათწლოვან ნაძვებს და “ახალი გედების ტბის” პროექტს ჭიათურაში”

“ეს დაემართა ათწლოვან ნაძვებს და “ახალი გედების ტბის” პროექტს ჭიათურაში”

სამოქალაქო აქტივისტი, ჭიათურის მერობის ყოფილი კანდიდატის ნოდარ ჩაჩანიძის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ცენტრალურ საბაგიროსთან და ახალ ეკლესიასთან ახლოს სამი ხე წაიქცა, რომელსაც მისი თქმით, “ახალი გედების ტბის” პროექტის ფარგლებში სამუშაოებისას ფესვები გადაუჭრეს.

“არც ანალიზს დავიწყებ, არც შეფასებას გავაკეთებ, არც სახუმაროა რამე… ეს მოხდა გუშინ ჭიათურის ცენტრში, ცენტრალურ საბაგიროსთან და ახალ ეკლესიასთან… აი, ეს დაემართა ათწლოვან ნაძვებს და “ახალი გედების ტბის” პროექტს…

თქვენ შეაფასეთ და გადაწყვიტეთ, ვინ არიან?.. რა არიან?… რა მოხდა?.. რატომ მოხდა?.. ყველაზე კარგი იქნება ვიდეოში ხალხს თუ მოუსმენთ…”, – წერს ნოდარ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.

ჭიათურის მერიის ინფორმაციით, “გედების ტბის” მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა პროექტ “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები