ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევანი მეორე დღეა, ისევ არ მუშაობს.
კოლხური შადრევანი პერიოდულად გამორთული და უფუნქციოა.
ქალაქის ცენტრში შეკრებილი ტურისტები კი ფოტოებს გაჩერებულ შადრევანთან იღებენ.
“ეს შადრევანი სულ გამორთული თუ უნდა ყოფილიყო, ათობით ათასი ლარი მის რეაბილიტაციაზე რატომ დახარჯეს? ძალიან უხერხულია, მოდიან ტურისტები და ფოტოებს გაჩერებულ შადრევანთან იღებენ”, – აცხადებს ადგილობრივი.
კოლხური შადრევნის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის პირველ მაისს დასრულდა.
შადრევნის რეაბილიტაციაზე რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაიხარჯა.
პროექტი “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა.
კომენტარები