მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს შადრევანი სულ გამორთული თუ უნდა იყოს, ათობით ათასი ლარი რატომ დახარჯეს?”

“ეს შადრევანი სულ გამორთული თუ უნდა იყოს, ათობით ათასი ლარი რატომ დახარჯეს?”

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევანი მეორე დღეა, ისევ არ მუშაობს.

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალაქს როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ბევრი სტუმარი ჰყავს, რომლებიც ფოტოებს გამორთულ შადრევანთან იღებენ.

კოლხური შადრევანი პერიოდულად გამორთული და უფუნქციოა.

“ეს შადრევანი სულ გამორთული თუ უნდა ყოფილიყო, ათობით ათასი ლარი მის რეაბილიტაციაზე რატომ დახარჯეს? ძალიან უხერხულია, მოდიან ტურისტები და ფოტოებს გაჩერებულ შადრევანთან იღებენ”, – აცხადებს ადგილობრივი.

კოლხური შადრევნის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის პირველ მაისს დასრულდა.

შადრევნის რეაბილიტაციაზე რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაიხარჯა.

პროექტი “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები