“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ვანის მერიაში 27 ავტომობილისთვის 270 ათასი ლარის ღირებულების 125 ტონა საწვავი ყოველგვარი კონტროლის გარეშე მოიხმარეს.
“2019 წლის შემდეგ ვანის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა.
მათი მოვლა-შენახვა 2019-21 წლებში ბიუჯეტს 122,540 ლარი დაუჯდა.
2021 წელს ვანის მერია ბალანსზე მყოფი 8 მანქანის მოვლა-შენახვისთვის 304,000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ცნობისთვის, ლონდონისა და ვილნიუსის მერიებს არცერთი მანქანა არ ემსახურება.
ვანში 24,500 მოსახლეა, საიდანაც ყოველი მე-5 უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები