მთავარიახალი ამბებისლაიდი

ვანის მერი ჟურნალისტების შეკითხვებს კაბინეტში ჩაკეტვით გაექცა

ვანის მერი ჟურნალისტების შეკითხვებს კაბინეტში ჩაკეტვით გაექცა

ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი კაბინეტში ჩაიკეტა.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ჟურნალისტებისგან მოისმინა კითხვა, თუ რატომ არ აცხადებს ის ტენდერს და რატომ უფორმებს “ქართული ოცნების” კოორდინატორების კომპანიას ტენდერის გვერდის ავლით ხელშეკრულებებს, რის შემდეგაც ვანის მერმა კარი ჩაკეტა.

“აქედან წადით, თავი დამანებეთ”, – განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა და კაბინეტში ჩაიკეტა.

შეგახსენებთ, რომ “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ე.წ. კოორდინატორისა და შტაბის უფროსის კომპანიამ, არჩევნების წინ, ვანის ბიუჯეტიდან 155 000 ლარზე მეტი მიიღო.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ბესიკ შუბლაძეს ვანის მერიამ ჯამში 80,000 ლარი მისცა, ხოლო 75,500 ლარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ტენდერის გვერდის ავლით მიიღო.

კომენტარები