მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვანის ცენტრალურ სკვერში მდუმარე აქცია – “არა ფემიციდს” გაიმართა

ვანის ცენტრალურ სკვერში მდუმარე აქცია – “არა ფემიციდს” გაიმართა

ვანის ცენტრალურ სკვერში მდუმარე აქცია, სახელწოდებით “არა ფემიციდს“ გაიმართა.

აქცია ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და ვანის მეორე საჯარო სკოლის უფროსკლასელთა მონაწილეობით ჩატარდა.

1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს, რომელიც ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.

კომენტარები