მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ვანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს

ვანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს

ვანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მოკლულის ოჯახის წევრების თქმით, დავით ჩხეიძე საკუთარ კაფეში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ერთ-ერთი სტუმრის გაღიზიანება მოყვა.

მოგვიანებით ის ახალგაზრდა მამაკაცს ზურგიდან მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დავით ჩხეიძე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, გარდაცვლილის ოჯახი მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები