მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვატიკანის ელჩი ქუთაისის ყოფილ კათოლიკურ ტაძარში არ შეუშვეს

ვატიკანის ელჩი ქუთაისის ყოფილ კათოლიკურ ტაძარში არ შეუშვეს

ვატიკანის ელჩი ქუთაისის ყოფილ კათოლიკურ ტაძარში არ შეუშვეს – ინფორმაციას Catholic.ge (კათოლიკე ეკლესიის მედია) ავრცელებს.

მისი ცნობით, 2022 წლის 4 ოქტომბრის საღამოს, ქუთაისში, კათოლიკე ეკლესიის სასულიერო პირებმა და მრევლმა საქართველოში ჩამოტანილი ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებით გამართეს მსვლელობა, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა წმინდა საყდრის (ვატიკანის) ელჩი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ხოსე აველინო ბეტანკური.

ვატიკანის ელჩის ხელმძღვანელობით აღნიშნული მსვლელობა მივიდა ქუთაისის ყოფილ კათოლიკურ ტაძართან (ამჟამად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი), სადაც წმინდა საყდრის ელჩსა და მის თანმხლებ პირებს ხსენებული ტაძრის ეზო სპეციალური ლენტით დახვდათ გადაკეტილი.

“მიმლოცველობის კულმინაცია ღვთისმშობლის ქანდაკებით მიმლოცველობა გახდა. საღამოს ქუთაისში ანთებული სანთლებითა და “ლიტანიის” გალობით მრევლმა მსვლელობა გამართა. ხუთ, კათოლიკეებისათვის მნიშვნელოვან ადგილზე კი შეჩერება მოეწყო. მათ შორის იყო ქუთაისის ყოფილი კათოლიკური შენობა, რომელიც ამჟამად მართლმადიდებლებს აქვთ. თუმცა ეკლესიის ეზოში შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მისი შესასვლელი სპეციალური ლენტით იყო შემოსაზღვრული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები