მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვინ არიან აქციაზე დაკავებული ქუთაისელები

ვინ არიან აქციაზე დაკავებული ქუთაისელები

თბილისში დაკავებულ მომიტინგეთა შორის ქუთაისელებიც არიან.

დაკავებულთა შორის არიან “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს წევრი კახა გაბუნია, ასევე სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე სიდიანი. ასევე დაკავებულებს შორის არის ქუთაისელი ნიკო მანაგაძე.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეთა დაკავებების სერია მთელი ღამის განმავლობაშ მიმდინარეობდა.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მომიტინგეების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წიწაკის სპრესი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

ფოტო: არჩილ გეგენავა

კომენტარები