მთავარიახალი ამბებისლაიდი

ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ზესტაფონში ავარიას ემსხვერპლნენ

ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ზესტაფონში ავარიას ემსხვერპლნენ

ზეს­ტა­ფო­ნის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებიდან 3 ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდაა.

თვითმხილეველების თქმით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სატვირთოს შე­ე­ჯა­ხა და მანქანაში მყოფი ყველა მგზავ­რი ადგილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არიან ზესტაფონში მცხოვრები გი­ორ­გი აბა­ში­ძე და შმა­გი გვა­ლია.

“Საშინელებაა ამდენი ადამიანის ერთად დაკარგვა, ერთი ქალაქიდან. ვიზიარებ ამ უმძიმეს ტრაგედიას და ვუსამძიმრებ ყველას. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები,”- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

“გიორგი აბაშიძის გარდაცვალება მეხის გავარდნას გავს.  საუკეთესო, გულიანი, ულამაზესი ახალგაზრდა დააკლდება ჩვენს ქალაქს,”- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

შსს ინფორმაციას ადასტურებს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მერვე ნაწილით დაიწყო.

 

კომენტარები