მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვიღაცას შეიწირავს, მსხვერპლი იქნება” – ქუთაისში ავარიული ლიფტების შეკეთებას ითხოვენ

“ვიღაცას შეიწირავს, მსხვერპლი იქნება” – ქუთაისში ავარიული ლიფტების შეკეთებას ითხოვენ

ქუთაისში მოსახლეობა გაუმართავ და ავარიულ ლიფტებზე საუბრობს.

ადგილობრივების თქმით, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების უმრავლესობა გაუმართავი და საშიშია.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” ქუთაისის თითქმის ყველა ქუჩიდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ ლიფტი ხშირად არის გაფუჭებული.

“ლიფტში რომ შევდივართ ვლოცულობთ, რომ ცოცხალი მივიდეთ დანიშნულების ადგილზე. საშინელი მდგომარეობაა. ლიფტები ძიგძიგებს და ისე მოძრაობს. არის ხშირად გაჭედვის შემთხვევები”, – აცხადებს ადგილობრივი ნაილი მაისურაძე.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაუმართავი და სიცოხლისთვის საშიში ლიფტების დიდი ნაწილი სწორედ ძველ კორპუსებზე მოდის. ირკვევა, რომ ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმი ბუნდოვანია და ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებელი უწყების მოძიებაც კი რთულია. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ქუთაისში ძველ კორპუსებში მოქმედი ლიფტების ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” მზად არის, ყველა ქუჩასა და ყველა კორპუსში არსებულ გაუმართავ ლიფტზე ინფორმაცია გაავრცელოს და სავარაუდო პასუხისმგებელი უწყებები საქმის კურსში ჩააყენოს.

კომენტარები