მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ვლადიმერ ჩაჩიბაია – საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად, მანდატს დავტოვებ

ვლადიმერ ჩაჩიბაია – საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად, მანდატს დავტოვებ

მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად, მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ “ფორმულას” გადაცემა “დროებასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ალბათ, საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში.

ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში, ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგანი გამოძახილი, ხმის არმიცემას ვგულისხმობ”, – აცხადებს ჩაჩიბაია.

მისივე განცხადებით, კომუნიკაცია პარტიასთან ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი “დამატებით განხილვას საჭიროებს” და საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ მიიღება.

“მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. მქონდა კომუნიკაციები, ყველამ იცის ჩემი პოზიცია, თუმცა ვნახოთ, არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

კომენტარები