მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ზაფხულში რკინის ფირფიტები ცხელდება, ზამთარში ადამიანები სრიალებენ” – თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სავარაუდოდ, ხელახლა მოხდება

“ზაფხულში რკინის ფირფიტები ცხელდება, ზამთარში ადამიანები სრიალებენ” – თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სავარაუდოდ, ხელახლა მოხდება

ქუთაისში შესაძლოა, თეთრი ხიდის განმეორებითი რეაბილიტაცია მოხდეს. ამის შესახებ ოპოზიციამ დაპირება ქუთაისის მერისგან ქალაქის საკრებულოს სხდომაზე მიიღო.

საკრებულოს სხდომაზე იოსებ ხახალეიშვილმა თქვა, რომ თეთრი ხიდი საზოგადოებაში ქილიკის მიზეზი აღარ უნდა იყოს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ როდესაც თეთრი ხიდის უხარისხო რეაბილიტაცია მოხდა, მაშინ ქუთაისის ამჟამინდელი მერი იოსებ ხახალეიშვილი იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იყო.

“ოცნების“ ხელისუფლებამ ქუთაისში ერთადერთი, რაც გააკეთა, ეს თეთრი ხიდია, მაგრამ როგორც გააკეთა ხედავთ. ზაფხულში ხიდზე გავლა შეუძლებელია, რადგან რკინის ფირფიტები მზეზე ცხელდება, ზამთარშიც შეუძლებელია ხიდზე გადასვლა, რადგან ადამიანები სრიალებენ და ხიდი მოსახლეობის ხაფანგად იქცა. ქუთაისის მერი, როდესაც ხიდის გახსნა მოხდა, იმერეთის გუბენატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და თუ არ მოსწონდა მაშინ ეთქვა. სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი მერისიც”, – აცხადებს “ევროპა ჩვენია სახლიას” წევრი თორნიკე ბარათაშვილი.

ისტორიული ხიდის სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა. საბოლოოდ, ხიდის არც ვიზუალი და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხი აღმოჩნდა მისაღები.

 

კომენტარები