მთავარიახალი ამბებისლაიდი

ზესტაფონელი ძიუდოისტი შალვა გურეშიძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ზესტაფონელი ძიუდოისტი შალვა გურეშიძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ზესტაფონელი ძიუდოისტი, საქართველოს ნაკრების წევრი შალვა გურეშიძე ეკვადორში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში შალვა გურეშიძემ ყაზახი ნურსულტან კაბლანი და ესტონელი კარლ ტურკ პრილინი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ იუტა ნაკამურას ვერ გაუმკლავდა.

ბრინჯაოს მედლისთვის შალვამ ნიდერლანდელ ჯულეს ბლომს აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა, თუმცა ოქროს გარეშე და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეათე ადგილი დაიკავა. გურეშიძის გარდა, ბრინჯაო თორნიკე მაზიაშვილმა მოიპოვა, ხოლო გიორგი სარდალაშვილი და გიორგი ტერაშვილი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

კომენტარები