მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოსახლეობის თქმით, მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ, თბილისი- სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ფარგლებში, გვირაბების გაყვანა მიმდინარეობს, მიწისქვეშა ბიძგები კი იმდენად ძლიერია, რომ კორპუსები და საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა.

აქციის მონაწილეები სპეციალური კომისიის გამოყოფას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და ადეკვატური კომპენსაციით უზრუნველყოფას ითხოვენ.

მათ დახმარებისთვის პრეზიდენტის და პრემიერის აპარატსაც მიმართეს.

კომენტარები