მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონში, ჩხეიძის ქუჩაზე გზის ნაწილი ჩაინგრა

ზესტაფონში, ჩხეიძის ქუჩაზე გზის ნაწილი ჩაინგრა

ზესტაფონში, ჩხეიძის ქუჩაზე გზის სამანქანო ნაწილი ჩავარდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის დაზიანების შემთხვევები ხშირია.

“წამებული გზა, ვინ იცის რამდენჯერ ამოუვსიათ ზუსტად ამ ადგილზე გაჩენილი მცირე ზომის ხვრელი. ამჯერად უამინდობასა და მდინარის გადმოსვლას ვეღარ გაუძლო “ხარისხიანად” შეკეთებულმა გზამ და სრულიად ჩავარდა.

კარგია, რომ მსხვერპლი არ არის, არც არავინ დაზიანებულა.

უბრალოდ ამ ქუჩაზე მცხოვრებლებს და მომუშავეებს შემოვლითი გზით გვიწევს სიარული, რომელიც ასევე რეაბილიტაციის პროცესშია”, – აცხადებს გვანცა თოთაძე.

კომენტარები