მთავარიახალი ამბებისლაიდი

“თავზე ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა”- ტყიბულში გაჭირვების გამო მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

“თავზე ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა”- ტყიბულში გაჭირვების გამო მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

ტყიბულში მცხოვრებმა პირმა გაჭირვების გამო თვითმკვლელობა სცადა. ხანდაზმულ მამაკაცს 3 წელია, სოციალური დახმარება გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერებული აქვს.

დაზარალებულის მეუღლე აცხადებს, რომ სოციალური სააგენტოდან მორიგი უარის შემდეგ, კაცმა სახლში ბენზინი გადაისხა და სუიციდი სცადა.

“თავის თავს ცეცხლი წაუკიდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შახტაში მუშაობა აღარ შეუძლია, სოციალური დახმარება კი სამი წელია, გაურკვევლი მიზეზების გამო შეგვიჩერეს. ცალი თირკმელი აქვს ჩემს მეუღლეს, მედიკამენტებში გვეხარჯება პენსია. გაბრაზდა ჩემი მეუღლე, სახელმწიფო გვერდით ჩვენ არ გვიდგას, არავინ გვეხმარებაო, სახლიდან გამომიშვა და თვითონ ცეცხლი წაიკიდა”, – აცხადებს ნარგიზ ცქიფურიშვილი.

კომენტარები