მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თავს დაუცველად ვგრძნობთ” – ქუთაისში, პოლიციის შენობის წინ მაღაზია “ფემილი” მეორედ გაქურდეს

“თავს დაუცველად ვგრძნობთ” – ქუთაისში, პოლიციის შენობის წინ მაღაზია “ფემილი” მეორედ გაქურდეს

ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობის წინ ქსელური მაღაზია “ფემილი” მეორედ გაქურდეს.

უცნობი პირებმა შენობაში შეღწევა მინების ჩამსხვრევის შედეგად მოახერხეს.

მაღაზიის დაზარალებული მენეჯერი “ინფო იმერეთთან” აცხადებს, რომ სასურსათო ობიექტიდან სალაროს უჯრა მოიპარეს.

“დილით როცა მოვედით, მინები ჩამსხვრეული, შიდა ტერიტორია კი დარბეული დაგხვდა, სალაროს უჯრაა წაღებული, თავს დაუცველად ვგრძნობთ, ყოველ საღამოს შიში გვაქვს, რომ მორიგია მაღაზია არ გაგვიქურდონ”,– განაცხადა მენეჯერმა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მაღაზიიდან კამერების ჩანაწერები ამოიღეს.

ქუთაისში, პოლიციის შენობის მიმდებარედ მაღაზიის გაქურდვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე კვირის წინ ქალაქის პოლიციის მეხუთე განყოფილების გვერდით ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს.

კომენტარები