მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თანხა ქალზე ჰქონდა გასესხებული, ორი მამაკაცი მისულა ვერ დააბრუნებსო, კამათი კი მკვლელობით დასრულდა”

“თანხა ქალზე ჰქონდა გასესხებული, ორი მამაკაცი მისულა ვერ დააბრუნებსო, კამათი კი მკვლელობით დასრულდა”

ბაღდათში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, დავა თანხის გამო დაიწყო.

მკვლელობაში ბრალდებულს ქალზე თანხა ჰქონდა გასესხებული, გუშინ საღამოს კი ბრალდებულთან ორი მამაკაცი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ქალი თანხას ვერ დააბრუნებდა, რის გამოც მათ შორის სიტყვიერი კამათი, ფიზიკურ დაპირისპირებაში და სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

“ღამის 11 საათი იყო, თოფიდან გასროლის ხმა გავიგე, არ მიმიქცევია ყურადღება, მერე პოლიცია მოსულა. გარეთ, რომ გავედით უკვე ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი დამხვდა”, – აცხადებს მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1963 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავა, ის წარსულში ნასამართლევია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ექიმის განცხადებით, პაციენტს, რომელიც შეყვანილი იქნა კლინიკაში, ჩაუტარდა მსუბუქი ქირურგიული ჩარევა, რის შემდეგაც კი 1 საათში ის კლინიკიდან გაწერეს.

“სასწრაფო დახმარების მიერ 12:50 წუთზე შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებით ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება და ერთ საათში პაციენტი გაეწერა”, – აცხადებს ექიმი კახაბერ მეფისაშვილი.

კომენტარები