მთავარიახალი ამბებიიმერეთი

თაღლითობის ფაქტზე ტყიბულში ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

თაღლითობის ფაქტზე ტყიბულში ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი 1970 წელს დაბადებული მ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.შ.-მ მოქალქეს მოტყუებით, ჩამორთმეული მართვის უფლების თითქოსდა აღდგენის სანაცვლოდ გამოართვა 2000 ლარი.

კომენტარები