მთავარიახალი ამბებისლაიდი

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციაც მონაწილეობს

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციაც მონაწილეობს

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაში “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

მათი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

პროტესტის კიდევ ერთი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, რადგან ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც გააყალბა.

როგორც ცნობილია, ქუთაისის მერის არჩევნების პირველ ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ გაიმარჯვა, მეორე ტურში კი სახელისუფლო კანდიდატს მასზე დაახლოებით ორი პროცენტით მეტი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხალხს არჩევნები მოპარა.

კომენტარები