მთავარიახალი ამბებიიმერეთი

თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი გახდა

თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი გახდა

ზესტაფონის კლასიკური  დრამატურგიის თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი გახდა.

ცნობილი მსახიობის უშანგი ჩხეიძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრალური ფესტივალი 28 ნოემბერს გაიხსნა, რომლის ფარგლებში ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი სხვადასხვა თეატრების დასებს მასპინძლობდა.

ნომინაციებში გამარჯვებულები:

მამაკაცის საუკეთესო ეპიზოდური როლი – ანდრია ვაჭრაძე (რუსთავის თეატრი)

ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლი – მარიამ არღუთაშვილი (ერისთავის თეატრი)

მამაკაცის საუკეთესო სახასიათო როლი – თორნიკე კაკულია (ფოთის თეატრი)

ქალის საუკეთესო სახასიათო როლი – ნათია მელაძე (რუსთავის თეატრი)

მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლი – კონსტანტინე ფოცხვერაშვილი (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)

ქალის საუკეთესო დრამატული როლი – ანიკო შურღაია (ფოთის თეატრი)

საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი – კონსტანტინე ფურცელაძე (ფოთის თეატრი)

საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – კონსტანტინე ეჯიბაშვილი (ფოთის თეატრი)

საუკეთესო სცენოგრაფია – დავით აბრამიშვილი (ერისთავის თეატრი)

თოჯინების საუკეთესო ავტორი – ვახტანგ ქორიძე (ნოდარ  დუმბაძის  სახელობის მოზარდ  მაყურებელთა თეატრი)

საუკეთესო კოსტიუმების მხატვარი – ხატია დავითაშვილი (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)

საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი – საბა ასლამაზიშვილი (ფოთის თეატრი)

მაყურებლის რჩეული სპექტაკლი – “ჰამლეტი” (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)

გრან-პრი (საუკეთესო სპექტაკლი) – “ჰამლეტი” (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

 

კომენტარები