მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თერჯოლაში, მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

თერჯოლაში, მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

თერჯოლაში, რუსთაველის გამზირე, მაღაზიათა ქსელ “მაგნიტში” საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხანძრის შედეგად ჩამსხვრეულია მაღაზიის ფანჯრები, რომელიც სავარაუდოდ, თვითმხილველებმა მაშინ ჩაამსხვრიეს, როდესაც ახალგაზრდა ქალის გადარჩენას ცდილობნენ.

მკვლელობა თერჯოლაში გუშინ დაახლოებით 21:00 საათისთვის მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, “მაგნიტის” მენეჯერს ყოფილმა ქმარმა ასაფეთქებელი სითხე შეასხა, შემდეგ კი ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაზიანებები მიიღო სხვა თანამშრომლებმაც.

დაუდასტურებული ინფორმაციით, მკვლელი ნასამართლევია. ისინი რამდენიმე წლის გაშორებულები იყვნენ და მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

დაშავებულია თავად მოძალადეც, რომელიც თერჯოლის სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 70% აქვს დამწვარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები