მთავარიახალი ამბებისლაიდი

თერჯოლაში, “სკვერში” ოთხი ცალი გრძელი სკამის დადგმა და მისი შემოღობვა 16 ათასი ლარი დაჯდა

თერჯოლაში, “სკვერში” ოთხი ცალი გრძელი სკამის დადგმა და მისი შემოღობვა 16 ათასი ლარი დაჯდა

თერჯოლაში, სოფელ ვარდიგორაში შარშან სკვერი გააკეთეს. ოთხი ცალი გრძელი სკამის დადგმა და მისი შემოღობვა 16 ათასი ლარი დაჯდა. თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყო. ინფორმაციას „აი, ფაქტი“ ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სკვერის პროექტი მოსახლეობამ მოიწონა, განვუმარტეთ, რომ ეს თანხა მის დასასრულებლად საკმარისი არ იქნებოდაო და დაგვთანხმდნენ, რასაც ეყოფოდა, ის გაგვეკეთებინა.

„ჩვენ ვინ გვეკითხება, დაგვიძახებენ კრებაზე, ეს ამას უნდა გადაერიხცოს, ის იმასო და ‘ვსო’. აღარც ფული ჩანს და აღარც გაკეთებული. შარშან რაც იყო გადმორიცხული, სკვერს გავაკეთებთო და იმნაირ ადგილზე გააკეთეს… კი მივალ , მაგრამ არის ორი სკაიმეიკა მარტო, ხის ძირიც არაა“, – აცხადებენ სოფელში.

 

კომენტარები