მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თერჯოლში დაკავებული სპორტსმენის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თერჯოლში დაკავებული სპორტსმენის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თერჯოლში დაკავებული სპორტსმენის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ლაშა დევიძის დაკავებას აპროტესტებენ.

მათი განმარტებით, ლაშა დევიძე უკანონოდ არის დაკავებული და ავტომობილში იარაღი ჩაუდეს. მათივე მტკიცებით, არასწორია ბრალდება, თითქოს მან სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ახლობლები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.

“ჩემს შვილს იარაღი ჩაუდეს, დამნაშავედ უნდა გამოიყვანონ ადამიანი, რომელსაც ვარჯიშის და წარმატების გარდა ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია. სამწუხაროდ, არ მეგონა ასეთი უსამართლობა თუ მოხდებოდა”, – განაცხადა დაკავებული სპორტსმენის დედამ შორენა ფერაძემ.

შემთხვევა 14 აპრილს მოხდა, დევიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები