მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ქუთაისიდანაც დაეხმარებიან

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ქუთაისიდანაც დაეხმარებიან

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ქუთაისიდანაც დაეხმარებიან.

დახმარების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ კაფე “ფლორში” პირველადი დახმარების ნივთები და თბილი ტანსაცმელი მიიტანონ.

“მეგობრებო, თურქეთში მსოფლიო მასშტაბის ტრაგედია ტრიალებს, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, ათი ათასობით ბავშვი, ვინც მიწისძვრას გადაურჩა თოვლში იყინება და შიმშილით კვდება.

თუკი ვინმეს დახმარების სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ გთხოვთ მოგვაწოდოთ პირველადი დახმარების ნივთები და თბილი ტანსაცმელი კაფე “ფლორ”-ში. თამარ მეფის No 27,”- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები