მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“თუ ეს ძალისხმევა წარუმატებელი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია”

“თუ ეს ძალისხმევა წარუმატებელი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია”

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ძალისხმევის წარუმატებლობამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.

“მე მზად ვარ მასთან მოლაპარაკებებისთვის. მე მზად ვიყავი ბოლო ორი წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ. თუ კი არსებობს ამ ომის შეჩერების 1%-იანი შანსი მაინც, ვფიქრობ, რომ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. მე შემიძლია, გითხრათ ამ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს, უდანაშაულო ადამიანებს.

რუსული ძალები ჩვენს გასანადგურებად, ჩვენს მოსაკლავად მოვიდნენ. ჩვენ შეგვიძლია, ვაჩვენოთ მათ ჩვენი ხალხისა და არმიის ღირსება, რომ ჩვენ შეგვიძლია, ძიერი დარტყმა მივაყენოთ, საპასუხო დარტყმა მივაყენოთ მათ, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება არ გადაარჩენს სიცოცხლეებს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი მოლაპარაკებების შესაძლებლობისთვის, პუტინთან საუბრის შესაძლებლობისთვის, თუმცა თუ ეს ძალისხმევა წარუმატებელი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში.

კომენტარები