მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. 38 წლის კაცს ხერხემალი აქვს დაზიანებული. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. კვლევების ჩატარების შემდეგ კი გაირკვა, რომ დაშავებულს ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც ის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის შესახებ დეტალები არ საჯაროვდება.

 

კომენტარები