მთავარიახალი ამბებისლაიდი

“იზა ჩირგაძე პოლიციაში მიიყვანეს, გარეთ სამთავრობო მედია დაახვედრეს და მერე გააპარეს”

“იზა ჩირგაძე პოლიციაში მიიყვანეს, გარეთ სამთავრობო მედია დაახვედრეს და მერე გააპარეს”

90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი იზა ჩირგაძე ქუთაისის პოლიციაში იმყოფებოდა. შენობის დატოვების შემდეგ კი მას გარეთ მხოლოდ სამთავრობო მედიები დახვდნენ.

ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ 2 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, როცა იზა ჩირგაძე სოფელში გამოჩნდა, მასთან გასაუბრება უნდოდა, ამის შესახებ მან სატელეფონო საუბრებშიც თქვა, შემდეგ კი იზა ჩირგაძე ისევ გაქრა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ქალაქის სამმართველოში იმყოფებოდა, თუმცა შენობიდან ისე გაიყვანეს, დეკანოიძეს მასთან გასაუბრების საშუალება არ მიეცა.

დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ჩირგაძე ძალადობის მსხვერპლია.

“დღეს შუადღეს, როცა ვაპირებდი და სატელეფონო საუბრებში ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ვაპირებდი გასაუბრებას, მაშინ ეს ადამიანი ისევ გაქრა და როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, პოლიციამ წაიყვანა. ვეძებდით სამხარეოში, სხვადასხვა ადგილას და ქალაქის სამმართველოში როცა მოვედით, დაგვხვდა “იმედი” და “რუსთავი 2″ და აქედანაც გააპარეს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

იზა ჩირგაძე, რომელმაც არჩევნების გაყალბებაში ამხილა “ქართული ოცნება” და ღიად ისაუბრა მიღებულ დავალებებზე, განცხადებიდან მალევე გაუჩინარდა. მას ვეღარ უკავშირდებოდნენ ვერც ოპოზიციის წარმომადგენლები და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომენტარები