მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინის ქალაქ იზიუმთან დაღუპული ქართველი გმირი რატი შურღაია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება, ხვალ კი სახლში გადაასვენებენ.

ქართველ მებრძოლს სამშაბათს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

რატი შურღაიამ ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა. იგი მკურნალობის კურსის დასრულებამდე ისევ ჩაერთო საომარ მოქმედებებში, რის გამოც მდგომარეობა გაურთულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში 11 ქართველი დაიღუპა: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია.

 

კომენტარები