მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ითხვისის მოსახლეობა ჭიათურის მერიასთან აქციას მართავს

ითხვისის მოსახლეობა ჭიათურის მერიასთან აქციას მართავს

სოფელ ითხვისის მოსახლეობა ჭიათურის მერიასთან აქციას მართავს.

ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას და მათ პრობლემებზე რეაგირებას ითხოვენ.

ათეულობით ოჯახი აცხადებს, რომ მათი სახლების ქვეშ მანგანეზის მოპოვება მიმდინარეობს, რის გამოც შენობების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია, მიწები კი დამეწყრილი.

“ჩემი სახლი არის დაბზარული, დახსნილი, სახლის უკან მიწა არის სულ მოხნილი და დიდი კლდე არის გამოჩენილი. ამ სახლში ვცხოვრობთ 10 ადამიანი, ახლა მოდიან და გვეუბნებიან დაცალეთ სახლი, რის ნიადგაზე, რატომ უნდა დავცალოთ, ჰაერზე გვეუბნებიან დაცალეთ, წადით, ვერსად ვერ წავალთ, სოფელში სახლში დაცლა არ არის ადვილი”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივების თქმით, კომპენსაცია, რომელსაც მათ სთავაზობენ, საკმარისი არ არის.

კომენტარები