მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ითხვისი, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა, ნასახლარებად და მოგონებებად გადაიქცა”

“ითხვისი, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა, ნასახლარებად და მოგონებებად გადაიქცა”

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საცხოვრებელი სახლების ნგრევა გრძელდება. ადგილობრივები ყოველდღიურად მომსწრენი ხდებიან, როგორ ნადგურდება მათი ქონება.

სოფლის რამდენიმე უბანში ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. სახლებზე ბზარების მიუხედავად, ნგრევა უცაბედად იწყება, ამიტომ ოჯახები იძულებული არიან სახლები სასწრაფოდ დატოვონ, ისე, რომ შენობიდან ვერაფრის გამოტანას ვერ ასწრებენ.

“ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ითხვისი, ნასახლარებად და მოგონებებად გადაიქცა. სოფელი, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა, დღეს ბეტონის ნანგრევების კერად არის ქცეული”, – აცხადებენ სადგილობრივები.

კომენტარები