მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმედა კლდიაშვილმა სუს-ის შესასვლელი ისევ ჩაკეტა

იმედა კლდიაშვილმა სუს-ის შესასვლელი ისევ ჩაკეტა

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრმა და ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი ისევ ჩაკეტა.

ის ამ დროისთვის საკუთარ ავტომობილში იმყოფება, საიდანაც გადმოსვლასაც არ აპირებს და არც კომენტარს აკეთებს.

კლდიაშვილის თქმით, ეს მისი მორიგი დაუმორჩილებლობის აქტია.

პროტესტის მსგავსი ფორმით გამოხატვის გამო იმედა კლდიაშვილი 2 ნოემბერს დააკავეს და 2000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები