იმერეთის ახალი გუბერნატორის ლევან ზალკალიანის წარდგენაზე მედია დაიბარეს, თუმცა ჟურნალისტები დარბაზში არ შეუშვეს.
დარბაზში ყოფილი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, მოქმედი ლევან ზალკალიანი, მოადგილეები და სამხარეო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები იმყოფებიან.
“გარეთ გამოვიყვანთ და აქ ჩაგეწერებათ, შეხვედრის კადრებს ჩვენ გადავიღებთ და მოგცემთ”, – უთხრეს მედიას სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
ლევან ზალკალიანი იმერეთის გუბერნატორად ორი დღის წინ დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ზვიად შალამბერიძე შეცვალა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება.
კომენტარები