იმერეთის ახალი გუბერნატორი ლევან ზალკალიანი ვერ აკონკრეტებს უნდა დაბრუნდეს თუ არა პარლამენტი ქუთაისში.
“ინფო იმერეთის” შეკითხვაზე, როგორც რეგიონის პირველი პირი ისურვებდა თუ არა, რომ პარლამენტი ისევ ქუთაისში იყოს, ამბობს, რომ კონკრეტულს ვერაფერს იტყვის.
“განვიხილავთ საკითხს. კონკრეტულად ვერ გეტყვით”,- აცხადებს ლევან ზალკალიანი.
იმერეთის ახალი გუბერნატორი ლევან ზალკალიანი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს დღეს წარუდგინეს.
კომენტარები