მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს

იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს

იმერეთის მასშტაბით თოვლისგან 300-მდე სოფლის გზები გაიწმინდა. 12-ვე მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, გაწმენდითი სამუშაოები როგორც ქალაქის, ასევე სოფლების მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ინტენსიური თოვა აფერხებს.

რეგიონის მასშტაბით გაწმენდით სამუშაოებში 90 ერთეული შესაბამისი ტექნიკაა ჩართული.

იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს.

სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გოგნში გზის გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით. კომპანია “ენერგო პროს” შესაბამისი ჯგუფები პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობენ.

კომენტარები