მთავარიახალი ამბებიიმერეთი

იმერეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

იმერეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს.

აღნიშნულ თანამდებობაზე  ზაზა ცხაკაია დაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნული ინფორმაცია  infoimereti.ge-ს დაუდასტურეს.

ცხაკაია მანამდე სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ   გახდა, რაც იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს  უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა თბილისის სამმართველოში გადაინაცვლა.

კომენტარები