მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთის ღირსშესანიშნავ ძეგლებზე წიგნი გამოიცა

იმერეთის ღირსშესანიშნავ ძეგლებზე წიგნი გამოიცა

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის ავტორობით წიგნი – “იმერეთის ასი ძეგლი” გამოიცა.

ავტორის თქმით, საქართველოს ბუნების ას საოცრებაში იმერეთიდან მხოლოდ 13 ღირსშესანიშნავი ძეგლი მოხვდა, რის შემდეგაც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებსა და ბუნების ძეგლებს თავი ერთად მოუყარა.

წიგნში მოცემული ბევრი ინფორმაცია სრულიად ახალ ობიექტებზეა, რაც სხვა წყაროებში არ არის, ამიტომ უნიკალური გზამკვლევია გიდებისა და მოგზაურებისთვის.

იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტიდან წიგნში შეტანილია მუზეუმები, როგორც მუნიციპალიტეტების სავიზიტო ბარათი. წიგნში მოცემულია კონკრეტული მუნიციპალიტეტის რუკა, მისამართები, მდებარეობა ზღვის დონიდან, მისასვლელი გზები და მანძილები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და კონკრეტული მუნიციპალიტეტის ცენტრიდან.

წიგნი “იმერეთის ასი ძეგლი“ ხელმისაწვდომია ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში. ნოემბრის ბოლომდე იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ამ წიგნის პრეზენტაცია იგეგმება.

მომავალ წელს წიგნი რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა.

კომენტარები