საქართველოში, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი კი 16.2%-ით, – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
უფრო კონკრეტულად, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 841 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტი) 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტი).
ნებართვების 73.8 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 პროცენტი – კახეთის რეგიონზე.
იმერეთს რაც შეეხება, საერთო მაჩვენებლების 8%-ს შეადგენს და 707 ნებართვაა გაცემული.
კომენტარები