Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის საქართველოში დღეს გამოვლენილი 3 382 ახალი შემთხვევიდან 664 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის იმერეთში, საავადმყოფოებში 1395 ადამიანი მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 497, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 193 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 389 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%
კომენტარები