Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან 334 იმერეთში გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 108 კოვიდინფიცირებული რჩება.
მძიმე პაციენტია 342, ხელოვნური სუნთქვია აპარტზე იმყოფება 28 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 711 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 848 პირი, გარდაიცვალა 25 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.64%.
კომენტარები