მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში კორონავირუსი 24 საათში 792 ადამიანს დაუდასტურდა

იმერეთში კორონავირუსი 24 საათში 792 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან 792 იმერეთში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 57 659 შემთხვევიდან იმერეთის საავადმყოფოებში 827 ადამიანი მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 250, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 22 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 56 367 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 160 პირი, გარდაიცვალა – 31. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 13.34%

კომენტარები