მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში ორი დღეა, სტიქიას ებრძვიან

იმერეთში ორი დღეა, სტიქიას ებრძვიან

იმერეთში მეორე დღეა, სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა 12-ვე მუნიციპალიტეტში პრობელემები შექმნა.

მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, შენობების, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სახურავები.

სტიქიის შედეგად ვანის მუნიციპალიტეტში დაშავდა ორი ადამიანი.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების კუთხითაც.

ორი დღეა, იმერეთში ძლიერი ქარია. სინიპტიკოსების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე წამში 65 მეტრს აღწევს.

კომენტარები