მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში პოლიციელი, რომელიც ქალს ავიწროებდა, სამსახურიდან წავიდა

იმერეთში პოლიციელი, რომელიც ქალს ავიწროებდა, სამსახურიდან წავიდა

იმერეთში პოლიციელი, რომელიც ქალს ავიწროებდა, სამსახურიდან წავიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი” იცავს ქალის ინტერესებს, რომელსაც პოლიციელი უთვალთვალებდა და ცდილობდა ქალისთვის არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას.

ასევე ორგანიზაციის ინფორმაცით, კაცი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს საცხოვრებელ სახლთან, ქუჩაში, აიძულებლდა მასთან საუბარს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ა.შ.

“ქალმა, რომელიც შსს-ს მოქმედი თანამშრომელს არაერთ დანაშაულში ამხელს, “საფარს” 25 აპრილს მიმართა. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა, თუმცა კაცის მხრიდან მუდმივი კონტროლისა და მუქარის გამო, ქალმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის მიუხედავად, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში კაცი მუდმივად ცდილობდა ქალთან კომუნიკაციის შენარჩუნებას. თანდათან კაცის ქმედებები უფრო და უფრო ინტენსიური და ძალადობრივი გახდა: უთვალთვალებდა, ცდილობდა ქალისთვის არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და ა.შ. საბოლოოდ, ქალმა კაცი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, რამაც ის კიდევ უფრო აგრესიული გახადა”, – წერს “საფარი”.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ინფორმაციით, იმერეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს რეგიონში ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირველი შემთხვევაა.

კომენტარები