მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა რიგი პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით 300-მდე შენობის სახურავია დაზიანებული, 125 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე შეზღუდულია ბუნებრივი აირის მიწოდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.

“გრძელდება იმერეთში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დრომდე ძალიან, ძლიერი ქარი გვაქვს. სამწუხაროდ, მოიმატა დაზიანებული შენობების რაოდენობამ და ამჟამინდელი მდგომარეობით დაახლოებით, 300 საცხოვრებელი სახლი ისევე, როგორც კორპუსი, ადმინისტრაციული და სხვა შენობა არის დაზიანებული. რეგიონში, ამ წუთში 125 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მთელი იმერეთის მასშტაბით მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენ, შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ყველა ის ზარალი რაც მიაყენა სტიქიამ მუნიციპალიტეტებს”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძე.

იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ ზარალის დათვლას. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

კომენტარები