მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 43 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 75 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 8 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 23 138 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 392 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 131 პირი, გარდაიცვალა 2 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.69%.

კომენტარები