Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან 827 იმერეთში გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 288 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 460, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 29 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 700 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 896 ადამიანი, 29 – გარდაიცვალა, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.21%
კომენტარები