მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში 24 საათში კორონავირუსი კიდევ 871 ადამიანს დაუდასტურდა

იმერეთში 24 საათში კორონავირუსი კიდევ 871 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში გამოვლენილი 4 610 ახალი შემთხვევიდან 871 იმერეთში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 345 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 497, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 31 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 55 815 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 624 ადამიანი, 42 – გარდაიცვალა, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.26%

კომენტარები